03:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:10:45, 710 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ფინანსთა სამინისტროში რომ დღეს კორუფცია არ არის, ხადურიც დასაფასებელია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  ნოდარ ხადური ყველაზე არაპოპულარულ მინისტრად ითვლება, თუმცა, თავად ფიქრობს, რომ ის ფინანსთა სამინისტროს კარგი ხელმძღვანელია.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატალევიზო გადაცემაში განაცხადა, ფინანსთა სამინისტროში, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდისგან განსხვავებით, დღეს კორუფცია არ არის:

"უამრავი პატივსაცემი წევრები არიან გუნდში,  არ არის მხოლოდ კვირიკაშვილი. რაც ვიცი, ყველაზე არაპოპულარი მინისტრებიდან,  ხადურია.  რას სთხოვენ ხადურს, ხადური არის კარგი ფინანსთა მინისტრი, საჭმელს უთვლიდნენ ბოლო ბოლოს იქ ჩავიდნენ, შეიძლებოდა იქ კრიტიკა, ამ დონემდე დავიდნენ, მაგრამ  ფინანსთა სამინისტროში რომ კორუფცია არ არის და რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს რომ ნახავთ, დღეს ხადურიც დასაფასებელია, თუმცა ყველაზე არაპოპულარულია, როგორც მე ვიცი რეიტინგებით. სხვა მინისტრები ჩამოთვალეთ, რამდენი წარმატებული მინისტრი გვყავს. ემორჩილებიან კანონს.შეიძლება მენეჯმენტში გვქონდეს პრობლემები ცალკეულ გუნდის წევრებზე, უნდა ვისურვოთ უკეთესი მენეჯმენტი. უფრო ეფექტური იყოს ხელისუფლება.  ევროპის ქვეყნებიდან 28-დან 18-ს უსწრებს ეფექტურობით და უუნაროს უწოდებენ ხელისუფლებას",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ამჯერად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics