03:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:56:56, 708 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ მისი შეხვედრები რეგიონებში, "ქართული ოცნების" პიარს ემსახურება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეგიონული შეხვედრები მას სიამოვნებას არ ანიჭებს, უბრალოდ თავს ვალდებულად გრძნობს, ასეთი შეხვედრები გამართოს.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატალევიზო გადაცემაში განაცხადა, რეგიონული შეხვედრების მიზანია,  საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს:

"რა გინდაო, რა გაწუხებს, წადი და რაღაცები აკეთე, იცხოვრეო.  ვაკეთებდი მასე და ვცხოვრობდი. ძალიან ბევრი პროექტი მქონდა გაკეთებული და კაციშვილი არ მიცნობდა. ეს არის ჩემი ყოფა. მე მიყვარს ძალიან ბაღი, მიყვარს პირველ რიგში ადამიანები, ხეებიც რომ მოიტანეს ისიც შევახსენე განმარტება გავაკეთე, ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს, მაგრამ საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება. რეგიონებში სიარული არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს. ვალდებულებად მაქვს მხოლოდ. მგონია, რომ ამით კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. როცა ვიჯექი დ ვაკეთებდი, კინაღამ ქვეყანა თავზე დამამხეს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი აღიარებს,  რომ რეგიონული შეხვედრები, რომელსაც მართავს, "ქართული ოცნების" პიარს ემსახურება:

"მაგრამ ემსახურება არა იმიტომ, რომ ჩემი დოგმაა და ამოჩემება "ქართული ოცნება",  იმიტომ, რომ ასეთია "ქართული ოცნება", ის იცავს იმ სტანდარტებს, რაც ჩემი მოსვლით პოლიტიკაში დაფუძნდა. სხვა პარტიას ვერ ვხედავ, რომ პარალელურად მოვუწოდო საზოგადოებას. ოდესღაც გამოჩნდება უკეთესი პარტია, რომელიც სწორ ორიენტაციას აირჩევს, უფრო სწორად დაალაგებს, უფრო სწორი იდეოლოგია ექნება, "ქართული ოცნება" არ იქნება ჩემი დოგმა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ამჯერად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics