22:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:51:02, 668 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი პირველკურსელებს მიმართავს, არჩევნებზე მივიდნენ

საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

„სულ მალე, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად, კიდევ ერთი, საპასუხისმგებლო მოვლენის პირისპირ დადგები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.

შენი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა - შენი ხმა ისევე მნიშვნელოანია, როგორც შენი ცოდნა

შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, საპასუხისმგებლოდ მოეკიდები", - აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უნივერსიტეტების ყველა პირველკურსელს ახალ სასწავლო წელს ულოცავს.

მსგავსი შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტისაგან გორის უნივერსიტეტის პირველკურსელებმაც მიიღეს, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი პირადად შეხვდა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics