|
2016-09-19 13:41:26, 1245 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: საინტერესო პიროვნება ვარ, ყველა კი ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის რეგიონულ შეხვედრებს მოქალაქის როლში მართავს. როგორც მან საცხე-ჯავახეთში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საინტერესო პიროვნებაა და მას ენდობიან: "რაც შეეხება ჩემს როლს პოლიტიკაში და მედიასთან შეხვედრებს, პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და არ მქონდა სურვილი პოლიტიკაში მოსვლის, მაგრამ რომ ვნახე, რომ ქვეყანას გაუჭირდა, თავს უფლება ვერ მივეცი, არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. ჩემს თავზე მაღლა ავედი. ჩემი გულწრფელობით ვაჩვენე, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და თანამდებობისთვის არ მოვსულვარ, ვთქვი-მოვალ, დავალაგებ, წავალ. მოვედი, დავალაგე, წავედი. თანაც ზუსტად გავთვალე დრო. ასევე ვამბობ, რომ ბიზნესი არ მაქვს საქართველოში და ეს სიმართლეა. რატომ ვხვდები დღეს მედიას, რა როლში, ხომ მობრძანდით, ესეიგი საინტერესო პიროვნება ვარ, ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს. ასევე ხდება სხვა რეგიონში, ესეიგი ინტერესი არის, ნდობა მაქვს. ვსაუბრობ მოქალაქის სტატუსით. ყველას შეუძლია ანალიზის გაკეთება. მე ვარ მოქალაქის როლში, გათავისუფლებული ვარ ყოველგვარი პირადი ინტერესისგან. ჩემი პირადი ინტერესი ემთხვევა ყველა მოქალაქის ინტერესს - იყოს ქვეყანა განვითარებული და თავისუფალი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)