|
2016-09-19 13:14:39, 704 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: გუბაზ სანიკიძემ მილიონი ვერ იშოვა და შეიძლება, ამიტომაა ჩემზე ნაწყენი
ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში მედიის წარმოამდგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი გუბაზ სანიკიძე, შესაძლოა, ივანიშვილს იმიტომ ლანძღავს, რომ მან ხელისუფლებაში მილიონი ვერ იშოვა და ახლა გინებაში ფულს იღებს. „გუბაზ სანიკიძე და „ეროვნული ფორუმი“ გავიხსენოთ. გუბაზთან პირადი წყენა არასდროს მქონია. გადმოხტა და ასე ცუდად მომიხსენიებს. გავიხსენოთ მედიაში გუბაზის გამონათქვამი, რომ ის პოლიტიკაში მილიონის საშოვნელად მოდის. მოვიდა პოლიტიკაში, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეჭირა და ფული ვერ იშოვა ამ კაცმა. შეიძლება, ამიტომაა გაღიზიანებული და ამას მე მაბრალებს. თუმცა, ამაში მართალია გუბაზი - მოვიდა, დიდი თანამდებობა დაიკავა და ბევრი ფული ვერ იშოვა. ახლა კიდევ მლანძღავს, შეიძლება, ამაშიც ფულს იღებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)