|
2016-09-19 12:56:32, 545 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ჩვენი გაერთიანებით ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა დასრულდა
რაღაც შავი ნიაღვარით ცდილობენ, რომ ჩვენ რეიტინგს დაარტყან, რასაც ვფიქრობ ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ვაშაძემ, არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შესაბამის გარემოს არ ქმნის. "გარემოც უნდა იყოს შესაბამისი. გარემოში ვგულისხმობთ არა მხოლოდ იმ ფაქტებს, რაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერების წინააღმდეგ ხდება, არამედ ზეპირ განცხადებებს და პირდაპირ ბრალდებებს, რომლებიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ჩვენი გაერთიანების წინააღმდეგ კეთდება", - აღნიშნა ვაშაძემ. როგორც ვაშაძემ განმარტა, მთავარი რეაგირება აღნიშნული ზეწოლის ფაქტებზე, ამომრჩეველმა უნდა მოახდინოს. "ჩვენი გაერთიანებით დასრულდა ორპოლუსიანი პოლიტიკა ქვეყანაში და მძლავრი გაერთიანება ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს ნდობა საზოაგდოების მხრიდან, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და სწორედ ეს აშინებს ხელისუფლებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)