|
2016-09-19 12:42:08, 664 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს
არავის აქვს უფლება, მომაყენეს პირადი შეურაცხყოფა და სცადოს ამომრჩევლის მოტყუება. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი ამხილა, ის არის მატყუარა და მოვითხოვ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას, - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პარტიაზე სისტემატიური ზეწოლა ხორციელდება. მისივე თქმით ზეწოლა ხორციელდება არა მხოლოდ პარტიის წევრებზე არამედ მათ მხარდამჭერებზეც. "ზეწოლა არის მთავრობის და სუს-ის მხრიდან, ამაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ვხედავ, რადგან ივანიშვილი არის მთავრობა", - განაცხადა ბურჭულაძემ. ამასთან, "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის სრული სიცრუე და ივანიშვილს ხალხი შეცდომაში შეჰყავს. "ივანიშვილმა დამაბრალა თითქოს თანადგომა მთხოვა, რის სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა. საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. ეს კაცი დღეს ჩვენ გვიხსნის და გვინიშნავს პრემიერებს. მოვითხოვ ივანიშვილმა საჯაროდ ბოდიში მოიხადოს, რადგან ყველაფერი რაც თქვა არის აბსოლუტური სიცრუე. ნუ შეჰყავს ხალხი შეცდომაში", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)