|
2016-09-19 12:28:33, 538 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ევროკავშირის მიწვევით მოლდოვაში გაემგზავრა
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის ფარგლებში, მოლდოვას შესაბამისი უწყებებისთვის, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის, პენიტენციის და პრობაციის სფეროებში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეფორმის საკითხებში. მინისტრი დაინტერესებულ წრეებს გააცნობს უკანასკნელ წლებში საქართველოს მართლმსაჯულების, პენიტენციისა და პრობაციის სფეროში გატარებულ იმ ძირეულ რეფორმებს, რამაც დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიერა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები არსებითად გააუმჯობესა. ამასთან, ყურადღება გამახვილდება იმ სირთულეებზეც, რომელთა გადალახვაც რეფორმების პროცესში გახდა საჭირო. აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის არა მხოლოდ რჩევების მიმღები და მომხმარებელი, არამედ მზად არის, დაგროვილი გამოცდილება და მიღწეული პროგრესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს გაუზიაროს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ვიზიტი მოლდოვაში 20-23 სექტემბერს შედგება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)