|
2016-09-19 12:22:51, 706 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: 2012 წლამდე საქართველო ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიგში იდგა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ის რეგიონულ მედიას ხვდება. ამჯერად ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. ყოფილი პრემიერის თქმით, ერთეული შემთხვევების გარდა, ვერავინ იტყვის, რომ დღეს პოლიცია ხალხზე ძალადობს: "ქვეყანაში ორგანიზაციული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსში, 2012 წლამდე, საქართველო ყველაზე მაფიოზურ ქვეყნებში შედიოდა და დღეს საქართველოს ამ მხრივ მსოფლიოში მე-17 ადგილი უკავია და ევროსაბჭოს 27 ქვეყანაში მე-9 ადგილზე ვართ, რომ საქართველოში აღარ არის ორგანიზებული დანაშაული. კრიმინალი გახშირდაო გვესმის, ამას ოპონენტები სულ ამბობენ, თვითონ დაამტვრიეს რამდენიმე მანქანა, გააკეთეს ამის მსგავსი პროვოკაცია, რაზეც წამოეგნენ კიდეც. დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია ჩამდგარი. ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს, ერთეული შემთხვევები მსოფლიოში ყველგანაა და მასზე გეთდება ადეკვატური რეაქცია. 2012 წლამდე ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიგში იდგა საქართველო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)