|
2016-09-19 11:02:40, 671 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ჩვენ დავასრულეთ ვალების ეკონომიკა და დავიწყეთ ინვესტიციების ეკონომიკა
„ჩვენ დავასრულეთ ვალების ეკონომიკა და დავიწყეთ ინვესტიციების ეკონომიკა, რომელიც ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობას მოუტანს” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალლაკვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სექტორებზე. „მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. გპირდებით, იმედებს აუცილებლად გაგიმართლებთ და ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური კეთილდღეობა. რაც შესაძლებელია შევძლებთ და შეუძლებელსაც შევეჭიდებით“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ მერიის მოსახლეობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)