03:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:41:27, 607 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა

ისნის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  ვაზისუბნის  მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

მან რაიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.  ირაკლი აბუსერიძის თქმით,  ვაზისუბნის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, სადაც ბავშვები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ განვითარებას.

„ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი დახვედრისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ  ყოველ შეხვედრაზე ვხედავ ბავშვების და ახალგაზრდების იმედით, სიკეთით სავსე თვალებს და გულწრფელ ღიმილს.  ისინი მხოლოდ პოზიტივს ასხივებენ.  ჩემთვის  მათი  მომავალი მნიშვნელოვანია.  დღევანდელი ახალგაზრდობა ხვალინდელი საქართველოს ფუნდამენტია.

არაერთი შეხვედრის მიუხედავად, სასაუბრო მაინც ბევრია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ  თავის დროზე უყურადღებოდ დარჩენილ ჩვენს რაიონს  მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, ამიტომაც გაჭირდა ყველაფრის მოგვარება. დღეს მე უკვე კარგად ვიცნობ რაიონში არსებულ პრობლემებს. გამარჯვების შემდგეგ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თქვენთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებას. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ ხმას მისცემთ მომავალს და ერთად ავაშენებთ უფრო ძლიერ და ღია მმართველობის მქონე სახელმწიფოს“,-აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics