19:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:38:57, 1779 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: არჩევნებზე "ედინაია რასიას" შედეგი მოსახლეობის სტაბილურობისადმი სწრაფვაზე მეტყველებს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის კმაყოფილია შედეგით, რომელიც დუმის არჩევნებზე პარტია “ედინაია რასიამ” აჩვენა, - ამის შესახებ სააგენტო Interfax-ი ავრცელებს. 

პუტინი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის შედეგი მეტყველებს მოსახლეობის სტაბილურობისადმი სწრაფვაზე. .

“ვითარება მარტივი არ არის და ხალხს სურს, რომ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სისტემაში იყო სტაბილურობა. ადამიანებს სურთ, იგრძნონ, რომ ქვეყანის პოლიტიკურ, საპარლამენტო სფეროში ვითარება საიმედოა”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით მოსახლეობის აქტივობა მაღალი არ ყოფილა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, 18 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 40 პროცენტზე ნაკლები იყო. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 50 პროცენტს შეადგენდა.

რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა, არჩევნების შედეგებს კარგი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, “ედინაია რასია” ხმების 54 პროცენტზე მეტს აგროვებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics