02:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:35:56, 601 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“  ვანისა  და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  საარჩევნო პროგრამა  სიმბოლურად 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციაზე დაღუპული, სულიკო ასათიანის ოჯახში გააცნო. ოჯახის დიასახლისის განმარტებით მას სურვილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის თავად ემასპინძლა, რადგან მისი მეუღლე შეეწირა რეჟიმს, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ძალისხმევით დასრულდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილთან ღვარსადენის მოწესრიგებზე ისაუბრეს, რადგან მათივე განმარტებით წვიმების სეზონზე ღვარსადენი მთიდან ჩამომდინარე წყლის გატარებას ვერ ასწრებს და საცხოვრებელ ფართებს და სასოფლო სამეურნეო  მიწებს საფრთხეს უქმნის.  კანდიდატი ადგილზე გაეცნო სოფელ ციხესულორის მოსახლეობის მოთხოვნას და მათ დახმარებას დაჰპირდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics