|
2016-09-19 10:20:45, 517 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი აღმამედლოში სპორტსმენებსა და მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ აღმამედლოში სპორტსმენებსა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი და მომავალი თაობა ჯანრთელი უნდა აღვზარდოთ. მე თქვენი მჯერა! მე უკეთესი მომავლის მჯერა!“, - აღნიშნა სპორტსმენებთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება, რომელიც უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)