|
2016-09-19 10:17:29, 659 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ხიდაშელი: ჩემი საარჩევნო პლაკატები დააზიანეს და "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატებით დაფარეს
საბურთალოს #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის განცხადებით, 18 სექტემბერს დიდ დიღომში, პეტრე იბერისა და მირიან მეფის ქუჩაზე, მისი საარჩევნო პლაკატები მიზანმიმართულად დააზიანეს და დაფარეს საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით. "აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის , მე-71 ნაწილით, კერძოდ: „დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“ ამავე კანონის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით",-ნათქვამია მის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)