02:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 17:36:20, 730 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოონებიდან“ კასპის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროსა და კასპის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მეზურნიშვილმა კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათ მაჟორიტარი დეპუტატის სახით ეყოლებათ მხარდამჭერი და ერთგული მეგობარი. ირაკლი მეზურნიშვილი კასპის საფეხბურთო სკოლასაც მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.

„დარწმუნებული ვარ, სკოლის აღსაზრდელებს შორის არის მომავალი ვარსკვლავი, რომელიც გვასახელებს საერთაშორისო არენაზე. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე თქვენთან ერთად მივიღებ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას. პირველ რიგში კი, აუცილებელია, კარგ მდგომარეობში მოვიყვანოთ საფეხბურთო მოედანი“-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. ირაკლი მეზურნიშვილი კასპის №1 უბნის ამომრჩევლებსაც შეხვდა. მათ ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. „დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმი მაღალ დონეზეა შეფასებული. მთავრობის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროგრამა ორიენტირებულია თქვენს კეთილდღეობაზე. მე ვიქნები საზოგადოების ხმა პარლამენტში. მთავარია, ჩვენს შორის იყოს მეგობრობა, რათა ვიბრძოლოდ ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“, -განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics