02:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 17:24:55, 557 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი : გურჯაანში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შევქმნათ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები ქალაქ გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა.

 დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

 შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ პრობლემებზე. დავით სონღულაშვილმა გურჯაანელებს პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების პირობა მისცა. „სახელმწიფო სერვისები უნდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაიონში ხალხს არ აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ეს პროექტები საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს შექმნას დოვლათი და სამუშაო ადგილები. გურჯაანში უნდა განვითარდეს მცირე ბიზნესი და ჩვენც ყველა პირობა უნდა შევქმნად საამისოდ“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics