|
2016-09-18 13:56:42, 551 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ნუ მისცემთ ხმას წარსულს, ხმა მიეცით მომავალს
ნუ მისცემთ ხმას წარსულს, ხმა მიეცით მომავალს“ - არჩილ თალაკვაძე სოფელ მელექედურის მოსახლეობას შეხვდა . “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის ამომრჩეველს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროებზე. „ჩვენ ვაპირებთ ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით განვითარებას. გზები, ხიდები და ახალი შენობები, ეს ის პრიორიტეტებია რაც სჭირდება სოფელსა და ქალაქს. სადაც არის გამართული ინფრასტრუქტურა სწორედ იქ მოდის ინვესტორი, იქ მოდის ტურისტი, იქ ვითარდება ბიზნესი და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)