02:38 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 13:51:46, 551 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ზემო ნიქოზი მაღალმთიან დასახლებად ითვლება. სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის ამაღლებაზე.

ამ მიზნის მისაღწევად მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთათვის კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ შეღავათებს: პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 100 ლარის, მესამე და შემდეგ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%- იანი დანამატი; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი, საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით. 2017 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (არაუმეტეს 100 კვტ. საათისა თვეში); დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის, პენსიის ორმაგი ოდენობით“,-აღნიშნა ხუბულურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისადმი დამოკიდებულება.

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები, სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო მაშსტაბური გახდება“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics