|
2016-09-18 13:28:54, 588 ნახვა
პოლიტიკა
„მოვუწოდებ კონკურენტებს, ნუ შეყავთ ამომრჩეველი შეცდომაში და თავად ნახონ, რამდენი საწარმო მუშაობს ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტში“
„ქართულინ ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ლილუაშვილის თქმით, სოფელ ამაღლებაში მდებარე თხილის ქარხანა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო ბიზნესთან. “ ქარხანა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ბაზარს მოხალული თხილით ამარაგებს სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტით არის დაფინანსებული. მეპატრონის რამაზ ტყეშელაშვილის განმარტებით გადაიარაღებისთვის საჭირო 130 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან 1% აიღეს,რომლითაც ახალი დანადგარების შეძენა გახდა შესაძლებელი. გადაიარაღების საშუალებით კი 300 ტონა ნედლეულის გადამუშავება შეძლეს , რომელმაც ჯამში 9 მილიონი ლარი შეადგინა. ქარხანაში 80 ადგილობრივია დასაქმებული საშუალო ხელფასი კი 300 დან 350 ლარს შეადგენს. თხილის ქარხანაში გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა, რომელმაც საწარმოში დასაქმებულებს, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ის პროგრამები გააცნო, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)