13:17 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 10:08:21, 1371 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სკოლებში უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში იწყებს საგანმანათლებლო პროგრამას - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  შსს-ს აკადემიაში  საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე ტრენერების გადამზადება მიმდინარეობს.

ათივე ცნობით, შსს-ს საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და „112“-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები საქართველოს საჯარო სკოლების მეხუთე კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და უსაფრთხოების  საკითხებზე ესაუბრებიან.

უსაფრთხოების 10 გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან საგზაო მოძრაობის, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების და ბუნებრივი კატასტროფების დროს რეაგირების აუცილებელ წესებს.

მიმდინარე სასწავლო წელს, საწყის ეტაპზე პროგრამაში საქართველოს 42 საჯარო სკოლა ჩაერთვება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადდა გზამკვლევი, რომელშიც ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე,  ადაპტირებული სახით წარმოდგენილია უსაფრთხოების თემები. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია  მოზარდების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ და მათი ცნობიერების ამაღლება კატასტროფების დროს რეაგირებასთან დაკავშირებით.

პროექტის განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics