|
2016-09-16 19:16:47, 759 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: კახეთი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში ერთ-ერთი ავანგარდი იქნება
კახეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან პირველ რიგში შესასრულებელ ამოცანებზე ისაუბრა: „დიდი მადლობა ნდობისათვის. ჩემთვის ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო. კახეთი გარკვეულწილად ჩემი სამშობლოა. სხვადასხვა პერიოდში პოლიტიკური კუთხით შეხება მქონია კახეთთან საარჩევნო კუთხით.ასევე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის მხრივ. ასე რომ, ვფიქრობ, ის გამოწვევა, რომელიც მთავრობის წინაშე დგას, მთელი ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, კახეთი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი, დინამიურად განვითარებადი კუთხე საქართველოსი, იქნება ერთ-ერთი ავანგარდი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ამავდროულად, პირველი რიგის ამოცანებია რთველის წარმატებით ჩატარება, რათა მევენახეებმა სრულად მიიღონ ყველა ის სიკეთე, რასაც რთველისგან ელოდებიან და გატარდეს ბოლომდე ის კურსი, რომ არჩევნები ჩატარდეს, მათ შორის კახეთის საარჩევნო ოლქებშიც ღიად, თავისუფლად, კონკურენტუნარიან გარემოში, რათა ეს ყველა ამოცანა წარმატებით შესრულდეს“,-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)