|
2016-09-16 14:35:48, 616 ნახვა
საზოგადოება
დეპარტამენტის წარმატებული პიარკამპანიები ბელარუსში
აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია რეგიონში ბელარუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა. საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის რვა თვეში ბელარუსი ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 19,73% -ით გაიზარდა. აჭარისთვის ბელარუსი წელსაც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად, სადაც რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარტიდან ახორციელებს. სარეკლამო კამპანიები დეპარტამენტმს ბელარუსიის დედაქალაქ მისკსა და ბრესტში გარე რეკლამით დიწყო. აღნიშნული ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე 61 ბილბორდი 2 თვის განმავლობაში იწვევდა ბელარუსების დანტერესებას რეგიონის ტურისტული პროდუქტებით. გარდა სტანდარტული ბილბორდებისა მინკის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე განთავსებული იყო ბილბორდი, რომელზეც ყოველდღე ახლდებოდა ინფორმაცია ბათუმში იმ დღეს არსებული ამინდის პროგნოზის შესახებ. 1 თვის განმავლობაში ბილბორდების საერთო წვდომამ 1 500 000 000 შეადგინა. რაც შეეხება პიარ აქტივობებს, ბელარუსში ჩატარებული ღონისძიებებიდან გამორჩეული იყო „აჭარის დღე“, რომელსაც მინკში პოპულარული მედიასაშუალებებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ფოლკლორმა, სამზარეულომ და მასტერკლასებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რაც შემდგომ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში აისახა. აჭარის ტურისტული პოტენციალისა და მინსკში დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პიარ კამპანიების შესახებ რადიოში, ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო სიუჟეტების საერთო წვდომამ 7 685 000 მიაღწია. დეპარტამენტმა რეგიონი ასევე წარადგინა ტურისტულ გამოფენაზე „Отдых“, სადაც ქართული მოტივებით შექმნილ ინდივიდუალურ სტენდზე გარდა სარეკლამო მასალებისა, ქართული ფოლკლორი, კერძები და ღვინო იყო წარმოდგენილი. პიარკამპანიების ფარგლებში შეიქმნა აჭარის ინტერაქტიური რუკაც, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე gobatumi.com განთავსდება. რუკა სამენოვანია და მასზე აჭარაში არსებული რესტორნები, ქართული კერძები და რეცეპტები, ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მარშრუტები იქნება განთავსებული. რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით ბელარუსში, ონლაინ სირცეში ჩატარდა ფოტოკონკურსებიც, რომელშიც ასობით ადამიანი იყო ჩართული. რეგიონში გასტონომიული ტურიზმის პოპულარობის მიზნით დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია პრესტურს, რომლის ფარგლებშიც აჭარას პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში ქართული სამზარეულოს შესახებ 12-ზე მეტი ტელესიუჟეტი და სტატია გამოქვეყნდა ონლაინ-ბეჭდურ მედიაში. სტატიებისა და სიუჟეტების საერთო წვდომამ კი 4 მილიონს გადააჭარბა. აჭარის შესახებ სტატიებისა და სიუჟეტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე სტატიები. (NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)