|
2016-09-16 14:21:28, 564 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი: “ქართული ოცნება” გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ საგარეო პოლიტიკას
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრები ჩიქოვანის, მიცკევიჩის, ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა. ლევან გოგიჩაიშვილი მოქალაქეებს პარტია “ქართული ოცნების” პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა. უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენ ვდგამთ სწორ, პრაგმატულ ნაბიჯებს. NATO - ში გაწევრიანება იყო და რჩება უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, მხოლოდ NATO - ს შესწევს უნარი, შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო რესურსები, უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება. ამავე დროს, ვაგრძელებთ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება აშშ-თან პარტნიორობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა განვითარებისათვის“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, აშშ-სთან ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რაც უპრეცედენტო თანამშრომლობას გულისხმობს ამერიკასა და საქართველოს შორის. „ჩვენ შევძელით, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებით და პარტნიორებთან თანამშრომლობით კონფლიქტების ეფექტიანი პრევენცია მოგვეხდინა. საქართველო გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას მომავალშიც. გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი ეროვნული ინტერესების ხარჯზე რუსეთთან კომპრომისზე არასოდეს წავა“,-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა მოსახლოებასთან შეხვედრაზე. (NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)