|
2016-09-16 11:01:33, 606 ნახვა
პოლიტიკა
ბრატისლავაში დღეს ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება
ბრატისლავაში დღეს ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები “ბრექსითის” შემდეგ ევროკავშირის მომავალზე იმსჯელებენ. BBC-ის ცნობით, სამიტზე რაიმე გადაწყვეტილებების მიღება ან დოკუმენტების ხელმოწერა არ იგეგმება. ევროპელი ლიდერები მოლაპარაკებებს დახურულ კარს მიღმა გამართავენ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერებმა “პოლიტიკური ერთიანობის გრძნობა უნდა ააღორძინონ”. ბრატისლავის სამიტის წინ ტუსკმა და ანგელა მერკელმა ევროპული ტურნე გამართეს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდნენ, მათი პოზიციების გასაგებად. 6 სექტემბერს ვიშეგრადის ოთხეულის - პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა გამართეს შეხვედრა, რის შემდეგაც მათ აღნიშნეს, რომ ბრატისლავაში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის რეფორმის გეგმას წარადგენენ. ამასთან, ევროპული მედიის ცნობით, ბრატისლავაში ევროპელი ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივას. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სამიტზე განიხილავენ მიგრაციული კრიზისია.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)