23:00 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 19:43:13, 872 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს წევრი: საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

როგორც თორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, ის მადლობელია იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის არსებობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის მართლაც ეფექტური, ნაყოფიერი ურთიერთობა არსებობს. მისი თქმით, საჭიროა ამ თანამშრომლობის გაგრძელება და განვითარება ყველა მიმართულებით.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენო არჩევნებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია და მისი შენარჩუნება.

იაგლანდის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლადარჩეულ პარლამენტში.

მხარეებმა განიხილეს ასევე, რეგიონული საკითხები და ევროპაში არსებული გამოწვევები.

სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics