|
2016-09-15 17:04:19, 788 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა პაპუაშვილი: თამამად მოვდივარ თქვენთან, როგორც ჩემი გუნდის წარმომადგენელი
პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი კარგარეთელის ქუჩის N11-ის მაცხოვრებელს შეხვდა. ზაზა პაპუაშვილმა ამომრჩევლებთან პარტიის მთავარ გზავნილებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე და ამომრჩეველს სამთავრობო გუნდის ძირითადი პრინციპები, ამოცანები და გეგმები გააცნო. "საქართველოს ასეთი პრემიერი ჯერ ჰყოლია. მე თამამად მოვდივარ თქვენთან, როგორც ჩემი გუნდის წარმომადგენელი. მე მაქვს იმის საფუძველი, რომ ვიყო მხარშიგაშლილი, რადგან უამრავი რამ გაკეთდა, კეთდება და კიდევ გაკეთდება. ვენდობი გიორგი კვირიკაშვილის მომავლის ხედვას“, - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა. საარჩევნო კამპანია დიდუბის რაიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. მე-15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა პაპუაშვილი, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. კარაგრეთელის ქუჩის გარდა, პაპუაშვილი დღეს, ბაქოს ქუჩის N1-ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდა. როგორც ჩიკვილაძემ აღნიშნა, ამ რაიონში პრობლემათა ნაწილი აღმოფხვრილია, ხოლო მიმდინარე საკითხებზე უკვე მუშაობენ გამგეობა და შესაბამისი უწყებები. (NS)
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)