19:08 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 16:50:27, 757 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა

უამინდობამ პრობლემები ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შექმნა.

რამდენიმე საათის განმავლობაში  ელექტროენერეგია კახეთის რეგიონის  5 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა.

უამინდობამ დაზიანა ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზები.

როგორც "ექსპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, დაზიანების ყველა ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ „კახეთის ენერგო დისტრიბუციის" ტექნიკური ჯგუფები და ამ დროისთვის ელექტროენერგიიის მიწოდება სრულად აღდგენილია.

„კახეთის ენერგო დისტრიბუცია" რეგიონში სულ  130 ათას აბონენტს ემსახურება, უამიდნობამ პრობლემები აბონენტების დაახლოებით 4%-ს შეუქმნა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics