|
2016-09-15 16:03:38, 2022 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 146 ფიზიკური პირისა და 37 კომპანიის წინააღმდეგ ოფიციალურად გაახანგრძლივა. აღნიშნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბრიუსელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს. სანქციების მოქმედების ვადა 2017 წლის მარტამდე გახანგრძლივდა. ე.წ. "შავ სიაში" მოხვდნენ მილიარდერები არკადი როტენბერგი და იური კოვალჩუკი, ბიზნესმენები კონსტანტინ მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები სერგეი ჟელეზნიაკი, სერგეი მირონოვი, ლეონიდ სლუცკი და სხვები. პერსონალური სანქციები სავიზო შეზღუდვებსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე განთავსებული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 2014 წლის მარტში დააწესა. ამას გარდა, ბრიუსელს დაწესებული აქვს სექტორალური შეზღუდვები, რომლებიც 2017 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს, ასევე სანქციების ანექსირებული ყირიმის წინააღმდეგ, რომელთა მოქმედების ვადა 2017 წლის 23 ივნისს იწურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)