21:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 11:16:49, 651 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვოლსკიმ ჩუღურეთში მორიგი შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ ჩუღურეთში მორიგი შეხვედრები გამართა

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩუღურეთში, მარუაშვილის, 9 ძმისა და ლარეხის ქუჩებზე მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო და აღნიშნა, რომ ჩუღურეთის რაიონს, თავისი რელიეფური და არქიტექტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. გარდა ამისა, გიორგი ვოლსკი მარუაშვილის 50 ნომერში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა.

 „ჩვენი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. თქვენზე ზრუნვას გავაგრძელებ მთელი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების განმავლობაში“, - მიმართა გიორგი ვოლსკიმ ამომრჩევლებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics