|
2016-09-14 17:38:44, 2075 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე მორიგი კიბერშეტევა განხორციელდა
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე მორიგი კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა დონა ბრაზილმა განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. მისი თქმით, ჰაკერებს სავარაუდოდ გარკვეული დოკუმენტები ჩაუვარდათ ხელში. დემოკრატები სერვერის გატეხვაში კვლავ რუსეთს ადანაშაულებენ. "დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტი კვლავ რუსეთის მიერ დაფინანსებული ჰაკერების უკანონო კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ისინი ცდილობენ დემოკრატიული პარტია და პროგრესული ჯგუფები დააზარალონ და საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა იქონიონ", - განაცხადა ბრაზილმა. ბრაზილის განმარტებით, ჰაკერების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სარგებელს რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი იღებს. Reuters-ის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის სერვერზე კიბერშეტევაზე სავარაუდოდ რუმინელმა ჰაკერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომელიც Guccifer 2.0-ის სახელით მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)