|
2016-09-14 17:07:42, 590 ნახვა
პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე პრემიერის ინიციატივაზე: პრეზიდენტი მზადაა, ამ პროცესში ჩაერთოს
პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მისმა მრჩეველმა ფიქრია ჩხირაძემ გააჟღერა. ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ყველანაირი რესურსი გამოიყენოს იმისათვის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს: "ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და მივიღოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო არჩევნები ქართული სახელმწიფოსათვის. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში ჩავერთოთ, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მზაობა იქნება და ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამგვარი შეთანხმება შედგეს, რითაც მოგებული დარჩება ქართული სახელმწიფო და ქართველი ამომრჩეველი",-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. პრემიერის ინიციატივა კონტრაქციების ჩატარებაზე უარის თქმასა და ამ მიზნით, სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლენთან, მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქ არ მივიდეს.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)