|
2016-09-14 14:27:14, 1081 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი კონსტანცას პორტის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტის ადმინისტრაციის უფროსს ვალერიუ იონესკუს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში რუმინეთის საელჩოს დრობით საქმეთა რწმუნებული დუმიტრუ ვასილე. მათივე ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კონსტანცას პორტსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე; ასევე განიხილეს ჩინეთი-კასპიის ზღვა-ევროპის სატრანსპორტო კორიდორის დიდი პოტენციალის მნიშვნელობა, როგორც ევროპის მთავარი კარიბჭე აზიასთან ვაჭრობისათვის. საუბარი შეეხო კონსტანცას პორტთან 2011 წლის 24 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის პროტოკოლზე დაყრდნობით ბათუმის პორტთან ვაჭრობის გაგრძელებასა და გაძლიერებასაც. ვალერიუ იონესკუ ქ. ბათუმში მესამე საერთაშორისო კონფერენციის „არგუსის კასპიისა და შავი ზღვის სანტრანსპორტო დერეფანი 2016" - ის ფარგლებში იმყოფება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)