|
2016-09-14 14:14:55, 546 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ( თენგიზ) ხუბულური კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა მოსახლეობას პარტიის წინაარჩევნო პროგრამა გააცნო „ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება დევნილ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ზრუნავს. ოთხი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება 24 მილიონიდან 84, 7 მილიონამდე გაიზარდა. ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკას, უახლოვეს მომავალში გორში 480 ოჯახისთვის 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. აქტიურად გაგრძელდება კერძო მესაკუთრეთაგან იმ ფართების გამოსყიდვა , რომელიც დევნილ მოსახლებას აქვს დაკავებული“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, ხელისუფლება, დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოოპერატივების ამუშავებას, მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. „ მე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დევნილების წინაშე. ამიტომ არ დავიშურებ ძალას, ენერგიას, რესურს, რომ თქვენი პრობლემები დროულად მოგვარდეს. თქვენ უნდა იცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში , ამისათვის კი თქვენი თანადგომაა საჭირო“, - განაცხადა თემურ( თენგიზ) ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას. (NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)