|
2016-09-14 13:33:11, 518 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მე მჯერა ჩვენი პოლიციის
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ არჩევნებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოება სწორედაც საპოლიციო ჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ქართული პოლიციის სჯერა და იცის, რომ თავიანთ საქმეს პირნათლად შეასრულებენ. თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა რაიმე უკანონო დავალება არ მიიღონ: "ორი აზრი არ არის იმაში, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება პოლიციამ უნდა უზრუნველყოს. მე მჯერა ჩვენი პოლიციის. პრინციპულად ვიცი, რომ ჩვენი პოლიციელების დიდი უმრავლესობა არის პატრიოტები და საკუთარ საქმეს პირნათლად შეასრულებენ. საქმე სხვა რამეშია, როგორ დავალებას მიიღებენ უშიშროების სტრუქტურები; როგორ დავალებას მიიღებენ რიგი პოლიციელები და ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი.სწორედ ამიტომ ჩამოდიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც უკვე აქ არიან, ჩვენ გვყავს ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რომ ამ არჩევნების შედეგებზე მანიპულირება მოხდეს, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით",-აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გააკეთა, სადაც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ხვდება და მათ პრობლემებს ისმენს.
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)