2016-09-14 13:07:25, 1533 ნახვა
სამართალი
ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარი გავრცელდა
ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.
ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.
ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.
„ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არდასჭირდა სუსს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. #საქართველოივანიშვილისგარეშე“,-წერს გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან