|
2016-09-14 12:32:04, 617 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში სიტუაციის რადიკალიზაცია შედის
ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე, ამ კუთხით ჩვენ მზად ვართ მემორანდუმიც შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს, რომ არ ჩავატაროთ კონტრაქციები, ანუ სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლენთან, არ მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან იყოს აცილებული ემოციები, შეხლა-შემოხლა. პრემიერის განცხადებით, მას საუბარი შს მინისტრთან ჰქონდა და არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესებში სიტუაციის რადიკალიზაციაა. „ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ინტერესებშიც შედის სიტუაციის რადიკალიზაცია. ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გაამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა. რაც შეეხება შსს-ს დანაყოფების უფრო მაღალი მზადყოფნის სტატუსში გადაყვანას, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვუზრუნველყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები”,- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაცემულია ბრძანება, არჩევნების პერიოდში იყოს იმდენი პოლიციელი, რომ თავიდან იყოს აცილებული დაძაბულობა. აქვე, პრემიერმა პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა გამორიცხა. „აქ საუბარია ერთადერთი იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა და მაქსიმალურად მშვიდათ მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ არჩევნები, როგორც პირველ, პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდშიც ვუზრუნველყოთ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო. ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებსაც და მხარდაჭერებსაც, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციისგან”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)