|
2016-09-14 11:41:39, 878 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: 2015 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობა შემომთავაზა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2015 წლის აპრილში, ირაკლი ღარიბაშილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა პირადად მას შესთავაზა, - ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, სალომე ასათიანის ინტერVIEW-ში გააკეთა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილს მომავალი სახელისუფლებო ცენტრის აწყობა "რესპუბლიკურ პარტიაზე" სურდა. “2015 წლის აპრილში ბატონმა ბიძინამ მე და მთელ რესპუბლიკურ პარტიას შეხვედრა გვთხოვა, 7-8 კაცი ვესწრებოდით ამ შეხვედრას. ახლა, როცა საუბარია იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტია აღარ მოსწონს, რომ ჩემი უარი ვერ გადაიტანა და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის. 2015 წლის აპრილში მან შემოგვთავაზა ასეთი რამ: მე მართლა დავიღალე, მართლა მინდა წასვლა, ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდის, ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელია, მაგრამ ჩემს გუნდში ვერ ვხედავ ვინმეს, ვისაც ამას ვანდობდი, ამიტომ, მე მითხრა, რომ იქნებ შენ დათანხმდე, თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა, არჩევნების შემდეგ, შენზე და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი. ჩვენი პასუხი იყო ძალიან კარგად გააზრებული. მე მას ვუთხარი, ასე არ ხდება, რომ წარმატებული კომპანიის მენეჯერი სხვა კომპანიის მენეჯერად გადმოვიყვანოთ. პარტია "ქართულ ოცნებას", მთავრობას და კოალიციას ვინმე "რესპუბლიკელი" ერთდროულად ვერ გაუძღვება-მეთქი. ამიტომ მე გთავაზობთ ორ ვარიანტს და თქვენ აარჩიეთ-მეთქი: მე წამოვალ მაგ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, პარლამენტისთვის უკეთესი თვისებები მაქვს, ვიდრე პრემიერობისთვის (აქვე ვაღიარებ, რომ კვირიკაშვილი უკეთესი პრემიერია და მე შესაძლოა პარლამენტში ვიყავი უკეთესი) ოღონდ ერთი პირობით: თქვენ უნდა დაბრუნდეთ ღია და აქტიურ პოლიტიკაში-მეთქი, თუნდაც პოლიტსაბჭოს წევრის როლში. ამაზე უარი მივიღეთ, მე არ დავბრუნდებიო. მეორე ვარიანტი: თქვენი გუნდიდან შეარჩიეთ პრემიერი და პრემიერობის იმ ორი ვარიანტიდან, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ თუ ვურჩიეთ, ერთ-ერთი ნამდვილად იყო კვირიკაშვილი ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში. თქვენ ჩაატარეთ რეფორმა თქვენ პარტიაში, გააუმჯობესეთ თქვენი პარტია და ჩვენ დავრჩებით იქ, სადაც ვართ, ვიქნებით თქვენი პარტნიორი, რადგან ასე ვერსად მივდივართ-მეთქი. მან ეს პროექტი დაიწყო. ის 30-35 ადამიანს ესაუბრა, იგი პოლიტიკური პარტიის განახლებაზე ფიქრობდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)