|
2016-09-14 11:34:38, 2115 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში შს მინისტრის არსენ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლიცენკომ უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ლუცენკოს არ დაუკონკრეტებია, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ლუცენკოს თქმით, საქმე აღძრეს პროკურატურაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ვიტალი შაბუნინის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. თავად ავაკოვს ლუცენკოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში უმაღლეს რადაში არსენ ავაკოვის თანამდბეობიდან გათავისუფლების შესახებ დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა. პროექტის ავტორების აზრით,ავაკოვი კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტიანი ბრძოლის გამო უნდა გადადგეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)