11:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 11:05:26, 1309 ნახვა

სამართალი
გოდერძი თევზაძე: მიმალვაში არ ვყოფილვარ, მოვედი, რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა

„მოვედი იმისთვის, რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ“,-ამის შესახებ დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულმა  ყოფილმა პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ განაცხადა.

როგორც თევზაძემ აღნიშნა, ის მიმალვაში არ ყოფილა და სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა.

„მოვედი აქ იმისთვის, რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა. დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და იმედი მაქვს, ობიექტური გამოძიების. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. არაფრის მეშინია, სრულიად უდანაშაულო ვარ“, -აღნიშნა თევზაძემ.

ცნობისთვის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას გუშინ ჩაბარდა.

შეგახსენებთ, სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა. აღკვეთის ღონისძიების სახით მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics