|
2016-09-13 20:25:12, 2094 ნახვა
მსოფლიო
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ BBC უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ოპერაციის საკითხებში, ალექსანდრ მოტუზიანიკზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეტაკებების დროს ერთი ადამიანი დაიკარგა, 15 კი დაშავდა. უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო 24 საათის განავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სამხედროების პოზიციებს 35-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები კიევის ბრალდებებს უარყოფენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამყოფი ხაზის გადაკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ. თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი იგორ პლოტნიცკი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები მინსკის შეთანხმებებს მკაცრად იცავენ და 1 სექტემბრის შემდეგ ცეცხლი არ გაუხსნიათ. შეგახსენებთ, რომ მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეთანხმებით, 1 სექტემბრიდან დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს მის დარღვევაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)