|
2016-09-13 16:09:04, 2303 ნახვა
მსოფლიო
ვენაში 24 სექტემბერს მიგრაციული კრიზისისადმი მიძღვნილი სამიტი გაიმართება
ავსტრიამ მიგრაციულ საკითხზე სამიტში მონაწილეობის მისაღებას გერმანია, საბერძნეთი და ბალკანეთის ქვეყნები მოიწვია. სამიტი 24 სექტემბერს ვენაში შედგება, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა. მედია საშუალების ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის გარდა, ვენაში დაგეგმილ ღონისძიებაზე მოწვეული არიან სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ალბანეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და მაკედონიის ლიდერები. ავსტრიის დედაქალაქში შეხვედრამდე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გაიმართება ბრატისლავაში. 16 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ევროპელი ლიდერები მიგრაციულ კრიზისთან ერთად Brexit-ის საკითხს განხილავენ. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური სამიტი დიდი ბრიტანეთის გარეშე ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)