|
2016-09-13 14:39:02, 684 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: არ მაგონდება, რომ პოლიტსაბჭოში უსუფაშვილს საკონსტიტუციო კომისიის კვორუმის არარსებობის პრობლემა დაეყენებინოს
„რესპუბლიკურ პარტიას“ ჰქონდა მოსაზრება, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა ყოფილიყო არჩეული. თუმცა, მოსაზრება ერთია და მეორეა მისი რეალობად ქცევა, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილის დღევანდელ განცხადებას. როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას აქცენტი სწორედ საკონსტიტუციო კომისიის არაეფექტურობაზე გააკეთა და არა რომელიმე ადამიანის მოსაზრებებზე. „მე საკონსტიტუციო კომისიის წევრი არ ვარ და დეპუტატების დასწრების საკიტხს ვერ განვიხილავ. თუმცა, რაღაც არ მაგონდება, რომ პოლიტსაბჭოში კომისიის თავმჯდომარეს კვორუმის არარსებობის პრობლემა დაეყენებინოს. „რესპუბლიკურ პარტიას“ ქონდა მოსაზრება, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა ყოფილიყო არჩეული. თუმცა, მოსაზრება ერთია და მეორეა მისი რეალობად ქცევა. ამ თემასთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობა და მისი ფურცელზე გადატანა. მით უმეტეს, თუ ამის ბერკეტი გაგაჩნია. იგივე ივანიშვილი თავად საუბრობს კომისიის საქმიანობის არაეფექტურობაზე და არა რომელიმე ადამიანის მოსაზრებებზე“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია და თავად სიცრუის ტირაჟირებას არ ახდენს. მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო კომისიას თითი თითზე არ დაუდია. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, „რესპუბლიკელების“ მყარი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ყოფილიყო არჩეული.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)