|
2016-09-13 14:02:26, 1948 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს
გერმანიაში პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს. მედიის ცნობით, ოპერაცია შლეზვიგ-გოლშტაინისა და ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწებზე ჩატარდა. როგორც Die Welt-ი წერს, სამართალდამცველებმა ლტოლვილთა 3 საერთო საცხოვრებელი და რამდენიმე ბინა გაჩხრიკეს, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები და დოკუმენტები. გერმანული მედიის ინფორმაციით, ყველა დაკავებული სირიის მოქალაქეა. მათ გერმანიის მთავრობას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართეს. დაკავებული სამი პირის წინააღმდეგ გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა, რა დროსაც ისმინებოდა ეჭვმიტანილების სატელეფონო საუბრები. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულები ჯიჰადისტები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)