|
2016-09-13 13:48:24, 630 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N5 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთან გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. "მაქვს თელავის განვითარების ჩემეული ხედვა. მინდა, რომ ჩემი ქალაქი, რომელიც არის დიდი კულტურის და ისტორიის მქონე, გახდეს თბილისისა და ბათუმის მსგავსი ტურისტული კერა, თანამედროვე პარკებით, ღია კინოთეატრებით, სკეიდბორდისა და ველო მოედნებით, მოხდეს ცივის მთის ათვისება, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე სასტუმროები", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ იგეგმება სწავლების ახალი მოდელის შექმნა, რომლის საფუძველზეც აქცენტი პრაქტიკაზე დაფუძნებულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე გაკეთდება. დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ბიზნესისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას; ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლიდან დაიწყო ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“. იგეგმება ორასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. "ჩემი სურვილია, თელავში შეიქმნას რამდენიმე საწარმო, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ვაწარმოებთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელიც მთლიანად გაუწევს კონკურენციას უცხოურ ნაწარმს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. (NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)