|
2016-09-13 13:43:28, 1974 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი: "ისლამური სახელმწიფოს" პრესმდივანი ალ-ადნანი ამერიკული ავიაციის დარტყმას ემსხვერპლა
პენტაგონის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. პრესმდივანი აბუ მუჰამად ალ-ადნანი აგვისტოში ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინფორმაცია ალ-ადნანის გარდაცვალების შესახებ აგვისტოს ბოლოს ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა დაჯგფებამ Amaq-მა გაავრცელა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ექსტრემისტებზე დარტყმა რუსულმა ბომბდამშენმა სუ-34-მა განახორციელა. პასუხად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას “სისულელე” უწოდეს. ალ-ადნანის ნამდვილი სახელი ტაჰა სობი ფალაჰაა. ის სირიის ქალაქ ბანაშში 1977 წელს დაიბადა. ის “ისლამური სახელმწიფოში” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად და იდეოლოგად მიიჩნეოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-ადნანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)