|
2016-09-13 13:11:46, 652 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: შს მინისტრი პროვოკაციების თაობაზე არა ვარაუდებით, არამედ ფაქტებით უნდა საუბრობდეს
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პროვოკაციების თაობაზე არა ვარაუდებით, არამედ ფაქტებით უნდა საუბრობდეს. ამის შესახებ უსუფაშვილმა შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები პროვოკაციების მოწყობას აპირებენ. „შს მინისტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში წესრიგზე და არ მიკვირს, თუ ის გარკვეულ პრევენციას აკეთებეს. თუმცა, მგონია, რომ გვჭირდება არა ზოგადი ვარაუდები მინისტრისგან პროვოკაციების თაობაზე, არამედ ფაქტები, გახსნილი საქმე, შეკავებული პროცესი და ასე შემდეგ. გიორგი პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთხოვო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ნაწილს. „რესპუბლიკური პარტია“ შსს-ს არ ებრძვის, სახელმწიფოს არ ებრძვის, ქვეყანაში წესრიგი აუცილებელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ხუმრობით დასძინა: „მე და ვახტანგ ხმალაძემ უნდა დავგეგმოთ პროვოკაციები და დავამხოთ ეს ქვეყანა“.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)