|
2016-09-13 12:59:01, 2093 ნახვა
მსოფლიო
გაერო: ჩრდილოეთ კორეა წყალდიდობის გამო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება
ჩრდილოეთ კორეა წყალდიოდბის გამო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ამის შესახებ გაერო-მ და “საერთაშორისო წითელმა ჯვარმა” განაცხადეს. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიას 133 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 400 ადგილობრივი დაკარგულად ითვლება. ათი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რეგიონები დაეტოვებინა. გაერო-ს ინფორმაციით, ქვეყანაში მოსავლის ნაწილი განადგურდა. სამაშველო რაზმებს სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ზონებში ამ დრომდე ვერ მიუღწევიათ. ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა ისედაც განიცდის საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტს და საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. წყალდიდობა ამ პრობლემას კიდევ უფრო გაართულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)