|
2016-09-13 11:54:21, 684 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოში მეფუტკრეობის დარგის შენარჩუნება. დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი მეფუტკრეობის განვითარება და თაფლის წარმოების ხელშეწყობაა. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამეცნიერო მიმართულებით დარგის განვითარებას. თაფლის წარმოების ზრდისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობისთვის ასევე მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში კოოპერატივებს თანამედროვე სკები, თაფლის საწური და თაფლის შესანახი ავზები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეები ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, ასევე შეძლებენ წარმოებული პროდუქციის ერთი ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის უფასოდ ჩატარებას. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრა და მისი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რასაც ევროკავშირის რეგულაციები თაფლთან მიმართებაში ითვალისწინებდა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მოხდება საქართველოს ჩასმა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარემ, რამაზ თავართქილაძემ ვრცლად ისაუბრა მეფუტკრეთა კავშირის 50 წლიანი საქმიანობის, მეფუტკრეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს მათი უწყებების მიერ მეფუტკრეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე პროექტები. ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, წარმატებული მეფუტკრეები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. ღონისძიების ბოლოს მეფუტკრეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)