|
2016-09-12 18:48:54, 795 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები “რუსელოისის” ხელმძღვანელობას შეხვდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შპს “რუსელოისის” ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ. როგორც რუსთავის 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ აღნიშნა, სწორედ ასეთი ქარხანა-საწარმოებით დაიბრუნებს რუსთავი თავის მნიშვნელობას, როლს და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი, დიდი თუ მცირე საწარმოებით, კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში. შპს „რუსელოისი“, სადაც ფეროშენადნობი იწარმოება, სრული დატვირთვით მუშაობს. იქ 380-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ამ ტიპის საწარმოების წახალისება და მათი ხელშეწყობა მაჟორიტარობის კანდიდატებმა მნიშვნელოვან საპროგრამო საკითხად დაასახელეს. ქვეყნის სწრაფი განვითარების საქმეში მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ. „რუსთავი ინდუსტრიის უძველესი კერაა, დიდი სამეწარმეო ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქალაქი. ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ეს ტრადიცია და რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები, რუსთავში განვითარდეს საწარმოო პოტენციალი“,-აღნიშნა შეხვედრაზე რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩეველს ყოველდღიურად ხვდებიან. (NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)